Content on "this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


ჯორჯიან სპა

    შპს ჯორჯიან სპა განთავსებულია თბილისის ძირძველ უბან აბანოთუბანში. სადაც თქვენ საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ გოგირდის სამკურნალო წყლების აბაზანებით, მექისე მასაჟისტების მომახურებით და ესპანური "გრილი ბოჰემით" _ საიდანაც იშლება ძველი თბილისის ულამაზესი ხედები.

   ჩვენთან უძველესი აბანოების კომპლექსი შერწყმულია თანამედროვეობასთან, აქ სიმშვიდე და კომფორტია _ რაც უზრუნველყოფს თქვენთვის საუკეთესო დასვენებას.

   მობრძანდით _ დაისვენეთ და შეაფასეთ, ჩვენ გელით.....


წყალი რომელიც უცეცხლოდ დუღს
   აბანოები თბილისის მშვენებას და მის ერთგვარ ”სავიზიტო ბარათს” წარმოადგენს. ამას აღნიშნავდა ყველა მისიონერი თუ მოგზაური, ვინც უხსოვარი დროიდან საქართველოს დედაქალაქში ყოფილა.
   თბილისში პირველად ჩამოსულ სტუმარს მასპინძელი აუცილებლად უამბობს ქალაქის დაარსების ლეგენდას, რომელიც ქართველებს განსაკუთრებით უყვართ _ ათას ხუთასი წლის წინანდელი, ერთი ნადირობის ამბავია: მეხუთე საუკუნეში მცხოვრები მეფის, ვახტანგ გორგასლის საყვარელი შევარდენი და მის მიერ დაჭერილი ხოხობი ერთად ჩაცვივდნენ წყალში, საიდანაც ხელმწიფის მსახურებმა ორივე _ მსვერპლიც და მტაცებელიც _ მოხარშული ”ამოიყვანეს”. მეფე მოიხიბლა ბუნებრივი ცხელი წყლებით და ამ ადგილას ქალაქის აშენება ბრძანა.
   ამგვარად, საქართველოს დედაქალაქმა მცხეთიდან აღმოსავლეთით გადმოინაცვლა. აბანოების პირველსახე არ შემონახულა, თუმცა აზიურ სტილში აგებული ცხელი გოგირდოვანი წყლების აბანოები დღემდე თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ადგილია. ის თურქებმა 1762 წელს ააშენეს. მასალა არაბეთიდან აქლემებით ჩამოჰქონდათ. შუასაუკუნეებში ამ აბანოებს მრავალ სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ...
აბანო
ისტორია
დაჯავშნა
გალერეა
 
ესპანური გრილი ბოჰემა
ისტორია
დაჯავშნა
გალერეა